02 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში იმყოფება

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს - ოკუპანტმა ტერნო- პილში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანა - არიან დაღუპულები და დაშავებულები, აფეთქების შედეგად ხანძარი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 158 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

პარალელურად, კიევში იმყოფება ოლაფ შოლცი. მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოყო - ქვეყანა 650 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღებას მიიღებს.

დღის ამბები