საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ უწყების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებასთან დაკავშირებით.
ადგილზე შეკრებილებს აქვთ მოლოდინი, რომ გაიზრდება იმ საჯარო მოხელეების რაოდენობა, ვინც გააპროტესტებს სამთავრობო გუნდის პოზიციას.