02 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ნინო წილოსანი: საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო, სანამ არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია

"საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ ეუთო/ოდირმა არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური და რომ ამ არჩევნებმა მაღალი სტანდარტებით ჩაიარა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანი ეუთო/ოდირზე თავდასხმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ის განცხადება, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ოპოზიციისთვის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აღარაფერს ნიშნავს. 

"ამის შემდეგ იწყება ძალიან დიდი თავდასხმები ეუთო/ოდირზე მათ შორის, სამწუხაროდ ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან, ევროპელი პოლიტიკოსებისგან და ეს კავშირი იმდენად ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს- ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნებმა კარგი სტანდარტებით ჩაიარა, რომელიც ასევე ეუთო/ოდირმა დაადასტურა, უკვე არაფერს ნიშნავს მათთვის და მათთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ აღქმის შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომლითაც ამ აქციების მუხტს ცოტათი მაინც ინარჩუნებენ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები