02 დეკემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები იმ გეგმის ნაწილია, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის" - კახა კალაძე

"ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმები და მიზნები ცხადია - მოაწყონ არეულობა ქვეყანაში, რასაც არ დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება.

"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც იმ გეგმის ნაწილია, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის; ემზადებოდა არეულობის მოსაწყობად, ქაოსისთვის, ქვეყნის ასაყირავებლად, რასაც ბოლო ორი წელია უცხოური ძალების დაფინანსებით, მათ მიერ დაგეგმილი ტრენინგებით ამზადებდნენ. ამ ყველაფერზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით. რასაკვირველია, ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობთ მოსახლეობასთან მიმდინარე პროცესებზე და ამის შესახებ არაერთი განცხადებაც გავაკეთეთ. ასე რომ, რადიკალური ოპოზიციის და მათი დამკვეთების გეგმები და მიზნები ცხადი და ნათელია. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს და არ დაუშვებს არეულობას ქვეყანაში", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები