02 დეკემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრას ცდილობდა, ქოლცენტრის მფლობელის მეუღლეა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრას ცდილობდა, ქოლცენტრის მფლობელის მეუღლეა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ასეთი ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

"თქვენ ხედავთ, რომ არის ე.წ. ბულინგის მცდელობა საჯარო მოსამსახურეებზე. ეს არის ერთი სფერო, რომელიც გამოიკვეთა. ასევე, პედაგოგებზე და სკოლის მოსწავლეებზეც კი. უბრალოდ წარმოუდგენელია რასაც აკეთებენ ეს ადამიანები. ამასთან, არის ე.წ. ბულინგი მედიის წარმომადგენლებზე. გუშინდელი ფაქტიც ვიხილეთ, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო ის, რომ კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზრდოობენ კრიმინალური ფულით. ეს არის თავის დროზე ქართული ჯარიდან მოპარული ფული, ეს არის ბიზნესის რეკეტით ნაშოვნი ფული და ეს არის ევროპელი პენსიონერების ძარცვით ნაშოვნი ფული. ეს ადამიანები ამ შავ ფულს იღებდნენ ხელფასად და ახლა ცდილობენ, რომ შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში. არა მარტო ხელფასად იღებენ, არამედ ერთ-ერთი ე.წ ჟურნალისტი, რომელიც შეჭრას ცდილობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, თავად არის ქოლცენტრის მფლობელის მეუღლე. ამ კაცს აქვს ქოლ ცენტრი ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში. ასეთი ადამიანებისგან ყველაფერი ამოსალოდნელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები