"უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა იქსზე წერს, რომ სკოლებმა უნდა გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ მთელი საქართველოს მასშტაბით.
სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა მმართველი გუნდი.
"როდესაც ძალადობრივი აქციისთვის იყენებ არასრულწლოვანების ძალას და მათ აქტივიზმს, ფაქტია, რომ შენი პოლიტიკური მიზნებისთვის ბრმა იარაღად იყენებ ამ ბავშვებს. მათ თავად აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ პიროტექნიკით, სხვადასხვა ფორმებით, მძიმე საგნებით. სალომე ზურაბიშვილი იმდენად არის აჟიტირებული საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით, რომ არ ერიდება ბავშვებიც გამოიყენოს ამ ბინძური იდეისთვის", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.