აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ჰანტერ ბაიდენის შეწყალების შესახებ ნაწილობრივ პოლიტიკური ოპონენტების მიერ შემდგომი დევნისგან მისი დაცვის მცდელობა იყო, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენს სჯერა, რომ ჰანტერ ბაიდენი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის რისკის ქვეშ იყო.
“ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა შეიწყალა ჰანტერი იყო ის, რომ ჩანდა, მისი პოლიტიკური ოპონენტები არ აპირებდნენ დათმობას“, - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა შეიწყალა ოჯახის წევრი, მაგალითად, ბილ კლინტონმა შეიწყალა თავისი ნახევარძმა როჯერი, ხოლო დონალდ ტრამპმა შეიწყალა თავისი ქალიშვილის მამათილი, ჩარლზ კუშნერი.
"ორი რამ შეიძლება იყოს მართალი: პრეზიდენტს ნამდვილად სჯერა მართლმსაჯულების სისტემის და იუსტიციის დეპარტამენტის და ასევე თვლის, რომ მისი შვილის მიმართ პოლიტიკური თავდასხმა განხორციელდა" – აღნიშნა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის სპიკერმა უარი თქვა მეტი დეტალის მოწოდებაზე იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ შეიცვალა ბაიდენმა აზრი, ან ითამაშა თუ არა როლი მის გადაწყვეტილებაში არჩევნების შედეგებმა.