2024 წლის 5 დეკემბერს, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების მიზანს მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.
მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.