‘საქართველო ცდილობს შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა, ცდილობენ შექმნან ნარატივი, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია დასრულდა და ამით შეინარჩუნონ დემონსტრაციების მუხტი’,-ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სპეციალურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
თეიმურაზ ლეჟავას თქმით, საქართველოს მთავრობა არც პრორუსულია და არც ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
"საქართველოს მთავრობა არც პრორუსულია და არც ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამის საწინააღმდეგო ინფორმაცია მოდის იმ ადამიანთაგან, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის სხვაგვარ ინტერპრეტაციას. შემდგომ ეს ინფორმაცია შემოდის იაპონიაში, ან ქვეყნდება სტატიის სახით, რაც იწვევს გაუგებრობას“,- აცხადებს თეიმურაზ ლეჟავა.
ვიდეო- მიმართვაში ელჩი აღნიშნავს, რომ არსებობს ხალხი, რომლებიც სარგებლის მიღების მიზნით ინფორმაციას ამახინჯებს და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.
„საქართველოს ამჟამად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2030 წლისთვის გაწევრიანებისთვის მზად ვიყოთ”.
ელჩის მიმართვას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება იაპონელი ექსპერტი ჰირანო ტაკაში.
ექსპერტის წერს, რომ საქართველოს მმართველ პარტიას არ შეუწყვეტია ევროინტეგრაციის გზა; ექსტრემისტული ოპოზიციური პარტიები პროტესტს იმიტომ გამოთქვამენ, რომ არჩევნებში გამანადგურებელი მარცხი განიცადეს; სხვადასხვა ქვეყნები ზეწოლას ახორციელებენ საქართველოზე და ხალხი ძალადობრივი პროტესტის გამო ღიზიანდება.