რუსთველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეებმა შეკრება, დღესაც ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყეს. პერიოდულად ისმის შეძახილები, თუმცა აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე დემონსტრანტების გეგმა აქციის განვითარებასთან დაკავშირებით უცნობია. ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.