26 დეკემბერი 2024,   13:53
ვრცლად
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - დემონსტრანტები რკინის ბარიკადებზე აბრახუნებენ, იყენებენ ლაზერებს და საყვირებს

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, პარლამენტის წინ აღმართულ რკინის ბარიკადებზე აბრახუნებენ და ამით ხმაურის გამოწვევას ცდილობენ. გარდა ამისა, პროტესტის გამოსახატად, დემონსტრანტები იყენებენ ლაზერებს და საყვირებსაც.

პროტესტის წინა დღეებისგან განსხვავებით, ცალკეული შემთხვევების გარდა, პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ.

რუსთაველის გამზირი, დაახლოებით, 19:30 წუთზე გადაიკეტა. დემონსტრანტების უმრავლესობა სწორედ რუსთაველის გამზირზეა თავმოყრილი, ხოლო 9 აპრილისა და ჩიტაძის ქუჩებზე, სამართალდამცველები დგანან. ჯერჯერობით, აქციაზე არ გამოჩენილა განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის სპეცრაზმი. აქცია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დღის ამბები