26 დეკემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ალეკო ელისაშვილს აღმკვეთი ღონისძიება, სავარაუდოდ, დღეს შეეფარდება

"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს, აღმკვეთი ღონისძიება, სავარაუდოდ, დღეს უნდა შეეფარდოს.

ალეკო ელისაშვილი გუშინ, დღის ბოლოს, დამატებით სამედიცინო კვლევებზე დროებით "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს.

ელისაშვილს გამოძიება "ქართული ოცნების" წევრის, ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. გავრცელდა ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეო-კამერის მიერ გადაღებული კადრებიც, სადაც მომხდარი დაპირისპირება ჩანს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელისაშვილს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები