26 დეკემბერი 2024,   13:49
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა - ეს ბოლო 62 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მიშელ ბარნიე და მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი მინისტრთა კაბინეტის დასახელებამდე განაგრძობენ.

ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო 62 წლის მანძილზე, როცა საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერმა სადავო გზით გამოიყენა სპეციალური უფლებამოსილება, რათა ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე გაეტარებინა.

მთავრობის გადადგომის შემდეგ, ოპოზიციამ პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა მაკრონსაც, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ხუთ წლიანი მანდატის გამოყენებას ბოლომდე, ანუ 2027 წლამდე აპირებს და ახალ პრემიერ-მინისტრსაც უახლოეს დღეებში დაასახელებს.

მაკრონმა შექმნილ ვითარებაში ოპოზიციონერი დეპუტატები დაადანაშაულა და მათ უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი.

დღის ამბები