26 დეკემბერი 2024,   13:49
ვრცლად
"რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, გახდა უცხოელი აგენტი და რასაც ავალებენ, იმას აკეთებს" - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირკალი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს, რომლიც პრეზიდენტის შეცვლილ პოზიციას ეხება. საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ, 2020 წელს ჩატარებულ არჩევნებსა და გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ოპოზიციის წევრებს ეხებოდა.

პრემიერ მინისტი საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის უცხოელი აგენტი და რასაც დაავალებენ, იმას ამბობს და აკეთებს. 

"ეს იმის მანიშნებელია, თუ როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები. მას აიძულებენ ალაპარაკონ ისეთი რამ, რის სრულიად საპირისპირო აქვს ნალაპარაკები 4 წლით ადრე. მას აქვს ნათქვამი, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევას და ახლა თავადვე მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, რომ არ ისარგებლონ მანდატებით. აქაც იგივეა, ის არის ჩვეულებრივად უცხოელი აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს. რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას. როცა უწევს საკუთარი პოზიციის კარდინალურად შეცვლა, ეს არის მისი ღირსებისთვის დამამცირებელი, თუმცა მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, გახდა უცხოელი აგენტი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები