12 აგვისტო 2026,   22:45
ვრცლად
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსველობას მართავენ - ისინი დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პირების გათავისუფლებას ითხოვენ

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ამ წუთებში საპროტესტო მსველობას მართავენ - ისინი დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქცია რამდენიმე ადგილას გაიმართა. ამ წუთებში ხელოვანები მარჯანიშვილის თეატრში იმყოფებიან, მანამდე ისინი თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ. მათ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი შეხვდა.

მსახიობები დაკავებული კოლეგის საკითხზე მისგან უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ. გიორგი შალუტაშვილის განცხადებით, ის ძალადობას ემიჯნება და სოლიდარობას უცხადებს დაკავებულებს.

დღის ამბები