ხმაური მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" - პოლიცია კონკრეტულ პირებს ზედაპირულად ამოწმებდა, რასაც პროტესტი მოჰყვა. ადგილზე იყო კამათი და დაპირისპირება.
თავად სამართალდამცველები განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება ზედაპირული შემოწმება და დათვალიერებაა, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ და ეს პრევენციული ღონისძიებაა.
კამათისა და დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.