სახალხო დამცველი საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ როცა სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და მისი დაშლის საფუძველი არ არსებობდა.
"სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.