საპროტესტო აქციამ რუსთველის გამზირიდან, მსვლელობით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. ადგილზე საპოლიციო ძალებიც არიან მობილიზებულები.
აქტივისტები გმირთა მოედანზე, საავტომობილო გზაზე, ბარიკადებს ალაგებენ და გზის გადაკეტვას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.
აქციის დაშლის პროცესში, დააკავეს რამდენიმე პირი.
დემონსტრანტებმა აქციაზე პიროტექნიკა რამდენჯერმე გამოიყენეს, რის შედეგადაც, ერთი სამართალდამცველი დაშავდა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მე-9 დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.