რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის შიშის გამო გააუქმა. ამის შესახებ "პოლიტიკო" წერს. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა. ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყება და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი.