26 დეკემბერი 2024,   13:50
ვრცლად
პროტესტის მეათე დღე - მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე უკვე იკრიბება

პროტესტის მეათე დღე - პარლამენტთან აქცია განახლდა. მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე უკვე იკრიბება. დემონსტრანტები გამოჩნდნენ პარლამენტის წინა შესასვლელთანაც, სადაც რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ და ასე ცდილობენ ხმაური გამოიწვიონ.

მათ მოთხოვნებს აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაც დაემატა.

 პარალელურად, დაორგანიზებულია შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, საიდანაც მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. 

დღის ამბები