26 დეკემბერი 2024,   13:54
ვრცლად
პროტესტის მეათე დღე - რა ვითარებაა დედაქალაქის ცენტრში, სადაც აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პროტესტის მეათე დღეს, აქციის მთავარი ეპიცენტრი კვლავ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაა.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. დემონსტრანტები, თავიანთ პროტესტს საყვირებითა და ჯებირებზე ბრახუნით გამოხატავენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. თუმცა, ამ ეტაპზე აქციაზე მშვიდი ვითარებაა. ჯერჯერობით ადგილზე არ გამოჩენილა სპეციალური ტექნიკა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მეათე დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.

 
 ავტორი: ნანა გოგატაძე. 
დღის ამბები