26 დეკემბერი 2024,   13:52
ვრცლად
აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტის წინ დგას - ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და სპეციალური ტექნიკა ჯერჯერობით არ გამოჩენილა

პროტესტის მეათე დღეს, ქვეყნის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია. პროტესტის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი სწორედ, პარლამენტის წინ დგას, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კი მოძრაობა, პოლიციის კორდონითაა შეზღუდული.

დღეს, დემონსტრანტებმა პიროტექნიკა რამდენჯერმე გამოიყენეს, თუმცა ამ დროისთვის აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და სპეციალური ტექნიკა ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

აქციაზე შეკრება დემონსტრანტებმა 6 საათიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო მომავალი 4 წლის განმავლობაში, უარს ამბობს თავად დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების მოთხოვნა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები