ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც BBC წერს, სულ მცირე, 5 ადამიანია დაღუპული.
როგორც ქალაქის მერი ამბობს, ჯერ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად.
ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც პოლიცია აცხადებს, კითხავენ პირებს, რომლებიც ამბობენ, რომ აფეთქებიდან მალევე, შენიშნეს ავტომობილი, რომელმაც ტერიტორია "ძალიან დიდი სიჩქარით" დატოვა.
ოფიციალური პირები მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ. ვარაუდობენ, რომ აფეთქების დროს, შენობის აღნიშნულ ნაწილში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა.