Reuters-ი, სირიულ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ბაშარ ასადი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. წყაროს ცნობით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
მას შემდეგ, რაც ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ და ბაშარ ასადი 24-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ძალაუფლებას ჩამოაშორეს, ის დამასკოში, თვითმფრინავში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.
ამ დროისთვის ბაშარ ასადის, მისი მეუღლისა და ორი შვილის ადგილსამყოფელი უცნობია.
მედიის ცნობით, Syrian Air-ის თვითმფრინავი აეროპორტიდან იმ დროს გაფრინდა, როდესაც ამბოხებულებმა დედაქალაქი დაიპყრეს.
Flightradar-ის მონაცემებით, თვითმფრინავი თავდაპირველად სირიის სანაპირო რეგიონისკენ მიფრინავდა, სადაც ასადის მხარდამჭერი ალავიტების სექტა მდებარეობს, შემდეგ თვითმფრინავი მკვეთრად შემობრუნდა და, ვიდრე რადარებიდან გაქრებოდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში, საპირისპირო მიმართულებით მიფრინავდა.
"თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა, შესაძლოა, ტრანსპონდერი გამორთულია, მაგრამ ვფიქრობ, დიდი ალბათობაა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს..." - თქვა ერთმა სირიელმა წყარომ.