მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისში სოლიდარობის აქცია გამართეს. შეკრებილებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს TV პირველის გადამღებ ჯგუფს.
ჟურნალისტები და ოპერატორები გმობენ მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ანალოგიური მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა ზუგდიდშიც. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა.
შეკრებილებმა, ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს მედიის ყველა წარმომადგენელს, ვინც საპროტესტო აქციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაშავდა.