26 დეკემბერი 2024,   13:55
ვრცლად
სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება - ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს

სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება. მან რუსეთისგან თავშესაფარი მიიღო. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს ბაშარ ასადის სავარაუდო დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. მისი თვითმფრინავი სირიის დედაქალაქიდან გაფრენის შემდეგ რადარებიდან გაქრა. სირიული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ თვითმფრინავი სავარაუდოდ ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა, ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს სამთავრობო პოზიციებზე ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში. 7 დეკემბრის საღამოსთვის, ასადის მოწინააღმდეგეებმა აიღეს რამდენიმე დიდი ქალაქი - ალეპო, დეირ ეზ-ზორი, დარა, ჰამა და ჰომსი. დილით ისინი დამასკოში შევიდნენ, რის შემდეგაც არმიის ნაწილებმა ქალაქი დატოვეს. 

დღის ამბები