26 დეკემბერი 2024,   13:57
ვრცლად
"კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც კარგად ორგანიზებულები არიან, აღარ ექნებათ შესაძლებლობა ამოეფარონ ნიღაბს და თავიანთი მავნე მიზნები ნიღბებ აფარებულებმა განახორციელონ" - არჩილ გორდულაძე ახალი კანონზე

საპროტესტო მუხტის შემცირებისთვის გათვლილი ინიციატივა - ასე აფასებს ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის წინადადებას, რომლის მიხედვითაც შეკრების მონაწილეებს აეკრძალებათ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.

ინიციატივას მიესალმებიან მმართველ გუნდში. უმრავლესობის შეფასებით, ამ კანონის მიღებით შესაძლებელი იქნება აქციებზე სხვადასხვა სახის ძალადობის თავიდან აცილება.

"ნებისმიერ მომიტინგეს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს მშვიდობიან გარემოში. ამავდროულად, კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც კარგად ორგანიზებულები არიან, აღარ ექნებათ შესაძლებლობა ამოეფარონ ნიღაბს და თავიანთი მავნე მიზნები ნიღბებ აფარებულებმა განახორციელონ. ისევე, როგორც ეს ყველაფერი აკრძალულია არაერთი საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყანაში. ზუსტად იგივე ცვლილებები და კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც იყოს,"- აღნიშნავს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩილ გორდულაძე.

ახალი კანონის მიღება თვის ბოლოსთვის იგეგმება.

დღის ამბები