ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, NBC-სთვის ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.
”მე არ მინდა ოჯახების დანგრევა, ასე რომ, ერთადერთი გზა, რომ არ დაანგრიო ოჯახი, არის მათი ერთად შენარჩუნება და ყველას უკან დაბრუნება. ჩვენ მთელს ოჯახს ძალიან ჰუმანურად გავაგზავნით იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მოვიდნენ,"- განაცადა ტრამპმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აღმასრულებელი ქმედებით გადალახოს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა ადამიანი მოქალაქეა“, დონალდ ტრამპმა უპასუხა:
"მოგვიწევს მისი შეცვლა. ალბათ, მოგვიწევს ხალხთან დაბრუნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ეს გვაქვს. იცით თუ არა, რომ თუკი ვინმე ფეხს დაადგამს ჩვენს მიწაზე, მხოლოდ ერთ ფეხს, ორის დადგმაც არაა საჭირო, "გილოცავთ, თქვენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხართ“. დიახ, ჩვენ ამას დავასრულებთ, რადგან ეს უაზრობაა,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.