პროტესტის მე-14 დღე საქართველოში - საქართველოს პარლამენტთან ისევ იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც ხელახალ არჩევნებს, მოძალადეების დასჯასა და პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.
დედაქალაქის მთავარი გამზირი რამდენიმე წუთის წინ გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.