12 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
რა დელეგიტიმაციაზეა საუბარი, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ზარს ახორციელებს ჩვენს საპატიო თავმჯდომარესთან და გარკვეული საკითხების განხილვა ხდება, ისე, როგორც ღირსეული ქვეყნის წარმომადგენლებს შეეფერებათ - არჩილ გორდულაძე

ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის კომუნიკაცია და მოლოდინი, რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს სატელეფონო ზარს - საუბრის ფაქტს ყველა მხარე პოზიტიურად აფასებს, თუმცა შინაარსსა და მოლოდინებზე პოლიტიკურ გუნდებში განსხვავებული ხედვებია.

"ქართული ოცნებისთვის" სატელეფონო ზარი ნიშნავს განწყობას, ურთიერთობები დაუბრუნდეს ჯანსაღ ფორმებს.

"რა დელეგიტიმაციაზეა საუბარი, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ზარს ახორციელებს ჩვენს საპატიო თავმჯდომარესთან და გარკვეული საკითხების გადახედვა და განხილვა ხდება, რა თქმა უნდა ისე, როგორც ღირსეული ქვეყნის წარმომადგენლებს და შვილებს შეეფერებათ. მხოლოდ და მხოლოდ პატრონების დავალებას რომ ასრულებენ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს ქვეყნის შვილმა ქვეყნის ინტერესები დაიცვას და ღირსეული პასუხებიც ჰქონდეს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც არიან ასე გაწიწმატებულები და გავეშებულები და ახლა ათას სისულელეს საუბრობენ", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და ის ერთ საათს გაგრძელდა. მაკრონმა წუხილი გამოთქვა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, გამოთქვა სურვილი გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველას ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდა.

ავტორი: იზი ბურნაძე.

დღის ამბები