ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის კომუნიკაცია და მოლოდინი, რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს სატელეფონო ზარს - საუბრის ფაქტს ყველა მხარე პოზიტიურად აფასებს, თუმცა შინაარსსა და მოლოდინებზე პოლიტიკურ გუნდებში განსხვავებული ხედვებია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია კიდევ შედგება.
"ასეთი დონის საუბრის დროს ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იმარჯვებს რომელიმე მხარე არ არის სწორი და რელევანტური. აქ არის მთავარი თემა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და სტაბილურობა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც იქნეს შენარჩუნებული. საუბარი შედგა საინტერესო და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასმისკენ არის მიმართული, რასაც მაგალითად ზოგიერთი ევროპარლამენტარი გვთავაზობს. ამისგან განსხვავებით ხდება ამ დონეზე საუბარი, მისასალმებელი და კარგია", - აცხადებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და ის ერთ საათს გაგრძელდა. მაკრონმა წუხილი გამოთქვა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, გამოთქვა სურვილი გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველას ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდა.
ავტორი: იზი ბურნაძე.