ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, ვისი ქონებაც 400 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მასკის ქონების სწრაფი ზრდა, მისი კომპანიის SpaceX-ის აქციების ინსაიდერულმა გაყიდვამ გამოიწვია. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, აღნიშნულის გამო, მასკის წმინდა კაპიტალი, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარით გაზარდა.
ამასთან, Tesla Inc-ის აქციებმაც ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, რამაც მასკის წმინდა ქონება, ჯამში 447 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
მასკის ქონება ერთ დღეში 62,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიაში პირველია. აქამდე, ერთ დღეში, ამ რაოდენობის თანხა არავის გამოუმუშავებია.