14 დეკემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"11:30 საათისთვის, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები შედგა" - ცესკოს პრესსიკერი

პრეზიდენტის არჩევნებში 300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მონაწილეობა უკვე მიიღო. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა,

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, უკვე შესაძლებელია ითქვას, რომ არჩევნები შედგა, რადგან პრეზიდენტის ლეგიტიმაციისთვის ეს უკვე საკმარისია.

"12-ის ნახევრისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა," - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

3 საათზე მეტია, პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევს. 300-კაციანი კოლეგიის დიდმა ნაწილმა უკვე საკუთარი არჩევანი ბიულეტენზე დააფიქსირა. ცესკოს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კოლეგიაში პარტია "ქართულ ოცნებას" 211 წევრი ჰყავს, რაც პრეზიდენტის ასარჩევად საკმარისია.

არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს. პრეზიდენტის პოსტზე, "ქართული ოცნების" მიერ, წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.

 

დღის ამბები