უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, მიგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება - ევროპელი ლიდერები ბრიუსელში ამ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად შეიკრიბნენ. ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელმა პოლიტიკოსებმა, სხდომის დაწყებამდე საქართველოზეც ისაუბრეს.
დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის კურსს შეუფერხებლად გააგრძელებს. არსებული ვითარების შეცვლა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა "ქართული ოცნებისთვის" პრიორიტეტად რჩება.
ბრიუსელის განცხადებებს სრულად იზიარებს ქართული ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" წევრებს ევროკავშირი, ინდივიდუალურ შეზღუდვებს დაუწესებს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია უცხოური ძალების დახმარებით, ანტიქართულ ქმედებებს ახორციელებს და სანქციების, სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება არამეგობრული ნაბიჯია. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ეს მოცემულობაც დროებითია.
ანტონიო კოშტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სტატუსით, დღეს პირველი სხდომა ჩაატარა. ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ საერთო გამოწვევების დაძლევას ახალი პრეზიდენტის პირობებში გააგრძელებენ.