20 დეკემბერი 2024,   02:55
ვრცლად
მიმართვა სოციალური ქსელით - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის facebook სტატუსს მმართველ გუნდში მუქარად აფასებენ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის facebook სტატუსს, სადაც ის წერს, რომ ყველას იმახსოვრებს, ვინც ახლა ჩუმადაა, მმართველ გუნდში აფასებენ. რატი იონათამიშვილის განცხადებით, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი მთელი ოპოზიციური სპექტრის რეალურ სახეს აჩვენებს და ადასტურებს, რომ მათი ერთადერთი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და შურისძიებაა. 

facebook სტატუსით კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი იმ ადამიანებს აფრთხილებს, ვინც დღეს პოზიციას ღიად არ აფიქსირებს.

პოსტის ავტორის თანაგუნდელებმა ტექსტში მუქარის ტონი ვერ დაინახეს. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა კი შეფასებას დუმილი ამჯობინეს.

მუქარა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებზე - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჯაფარიძის სტატუსი ოპოზიციის პოლიტიკის ლუსტრაციაა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა პოლიტიკურ ოპონენტს დღეს პოლიტიკური წარსულიც გაახსენეს.

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ facebook სტატუსი გუშინ გამოაქვეყნა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები