მიმდინარე წლის ნოემბრის მსგავსად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით წლიური მონაცემებიც მზარდია. "საქსტატის" ინფორმაციით, იანვრიდან ნოემბრამდე საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 112 700 დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 6,6%-ით მეტია. აქედან 6 მილიარდ 10 მილიონზე მეტია ექსპორტი, იმპორტი კი 15 მილიარდ 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.
საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას, ბიზნესის სტიმულირებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებს უკავშირებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მონაცემების ზრდა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.
საგარეო ვაჭრობის პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი მონაცემები საქართველოს ეკონომიკის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს.
საგარეო ვაჭრობის გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე, ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მონაცემებს "საქსტატი", თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.