20 დეკემბერი 2024,   08:36
ვრცლად
თბილისის ზოგიერთ ქუჩას 20 დეკემბერს წყალმომარაგება შეეზღუდება

GWP დაგეგმილი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რის გამოც, წყალმომარაგება საბურთალოს და ისნის რაიონებში დროებით შეწყდება.

20 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, თინათინის ქ. N3-თან უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  20 დეკემბერს  23:30 საათიდან  21 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

საბურთალოს რაიონში:

როსტევანი, თინათინი, შერმადინის, ხატაეთის და ნესტან დარეჯანის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, აბულის ქ. N8-თან უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  20 დეკემბერს  22:00 საათიდან  21 დეკემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ისნის რაიონში:

ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის,განთიადის ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

დღის ამბები