აშშ-ში, არიზონას შტატის ცენტრალურ ქალაქ ტუსონში 28 წლის ცნობილი ტელეწამყვანი, ანა ორსინი მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას foxnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალგაზრდა ტელეწამყვანის გარდაცვალების მიზეზი, თავის ტვინის ანევრიზმა გახდა. ის ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა.
28 წლის ორსინი, ქალაქ ტუსონში, KOLD 13 News-ის ტელეწამყვანი იყო.