19 დეკემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ნინო წილოსანი- დღეს ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე "ქართული ოცნების" შედეგები გურიაში - ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება, სადაც გურულები იღებენ მონაწილეობას. 

წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.  

"დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს

მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნების" შედეგები გურიაში:

ოზურგეთი- 64,7%, - 23,362 ხმა
ლანჩხუთი- 61 %, - 10,106 ხმა
ჩოხატაური- 67 % - 7,821 ხმა

ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში"- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები