ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე თბილისში ვიზიტს დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.
ვიზიტის ფარგლებში, ბერსემ შეხვედრები გამართა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან; საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი კობახიძესთან; საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან; საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან და ომბუდსმენთან.
გენერალური მდივანი შეხვდა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ის პირადად ესაუბრა იმ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც, აქციებზე მუშაობის დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.