უკრაინაში სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაშია. საჰაერო თავდაცვამ კიევზე საჰაერო თავდასხმის ყველა მცდელობა გაანეიტრალა.
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქზე მასიური საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.
სარაკეტო იერიში განახორციელა დნიპროპეტროვსკის ოლქში კრივოი-როგზე, რა დროსაც 5 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 189 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების გარანტიები და გაყინული კონფლიქტი არ იქნება საკმარისი უკრაინისთვის, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ახლა ფუნდამენტური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - გააგრძელონ ბრძოლა თუ დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკავშირი 2025 წელს უკრაინას, დამატებით, 30 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს.