20 დეკემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"ჯერ საუბარი იყო გლობალურ სანქციებზე, მერე ჩამოვიდნენ დიპლომატიური პასპორტების სანქციებზე და ბოლოს ვნახეთ, რომ ისიც ვეღარ მოახერხეს - სწორად ვვითარდებით" - გურამ მაჭარაშვილი

ევროპულმა საბჭომ ლიდერების სამიტის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. ტესტში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო "იმეორებს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს". შემაჯამებელ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ ხელისუფლება დღევანდელ ქმედებებს შეცვლის. დოკუმენტში საუბარი არ არის დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესება მარტივი არ არის.

"საქართველო რომ არის მოწინავე ქვეყანა, მათივე - ევროპული ინსტიტუტების შეფასებებით, ეს ნამდვილად ხელის გულზე დევს. ასეთი ქვეყნის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესება არ არის მარტივი და არც გამოდგა მარტივი, როგორც ვნახეთ. ჯერ საუბარი იყო გლობალურ სანქციებზე, მერე ჩამოვიდნენ დიპლომატიური პასპორტების სანქციებზე და ბოლოს ვნახეთ, რომ ისიც ვეღარ მოახერხეს. ჩვენ ვხედავთ, რომ სწორად ვვითარდებით", - აცხადებს მაჭარაშვილი.

დღის ამბები