საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიისა და ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
"ლომჭაბუკთან არსებული მუნიციპალური სივრცე უზუფრუქტით ჰქონდა გადაცემული ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბს.
მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას, რის გამოც აღნიშნულ კლუბს შეუწყვიტა ხელშკრულება, რისი უფლებაც მერიას ხელშეკრულებითვე ჰქონდა.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ა(ა)იპის მხრიდან ხელშეკრულების პირობები იყო დარღვეული. (ელექტროენერგიის განმხოლოება და კომუნალური გადასახადების გადახდა).
უფრო დეტალურად, ლომჭაბუკთან არსებულ მუნიციპალურ სივრცეში დაგეგმილია ადგილობრივი და არამარტო ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ინოვაციების ცენტრის მოწყობა. სივრცე აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატით, ინტერაქტიური სმარტ დაფით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზდების განვითარებას. ცენტრში მოეწყობა საგანმანათლებლო აქტივობები, ჩატარდება ტრენინგ-სემინარები და ეს იქნება სივრცე სტარტაპების, იდეური გაერთიანებების, სკოლის მოსწავლეებისთვის", - აღნიშნულია გორის მერიის განცხადებაში.