20 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
"კვლავ მოწოდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში" - ვედანტ პატელი

სანქციების საკითხზე ბრიფინგზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ვედანტ პატელს კითხვა მედიამ დაუსვა. პრეს-სპიკერის მოადგილემ განაცხადა, რომ, სამომავლოდ, სანქციების ინსტრუმენტი ისევ შტატების ხელში რჩება.

"სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სანქციები დაუწესა. ისინი არიან ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში, მათ შორის - 2024 წლის აქციების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა, რომ ნაბიჯები გადადგა დამატებითი სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე, მათი ოჯახის უახლოეს წევრებზე.

ეს ქმედებები მოჰყვება სავიზო ქმედებებს, რომლებიც გასულ კვირას გამოვაცხადეთ. აშშ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიმდინარე სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, ქართველი დემონსტრანტების, მედიის, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია და რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში", - აცხადებს ვედანტ პატელი.

დღის ამბები