ოჯახების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი, ამერიკელი პროფესორი ბრაიან ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესება არასწორი გადაწყვეტილებაა.
ბრაუნი აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს.
"პირველ დღეს, როდესაც დონალდ ტრამპი დაიკავებს ადმინისტრაციას, უნდა გააუქმოს ეს სანქციები საქართველოზე. სანქციები არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული ამ გზით. ამერიკა ახლა მხარს უჭერს დემოკრატიაზე თავდასხმას. ეს ქმედება ჩვენ უკან დაგვიბრუნდება", - წერს ბრაიან ბრაუნი.