21 დეკემბერი 2024,   19:55
ვრცლად
"განცხადებების რაღაც ნაწილი აცდენილია რეალობას - დღეს საქართველოში წითელი ხაზი უკვე გადალახულია" - ოპოზიცია ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს კრიტიკულად აფასებს

ევროსაბჭოს მოწოდება დიალოგისკენ და განსხვავებული პოზიციები თბილისში - ოპოზიცია ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს კრიტიკულად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტებს დიალოგი არ სურთ და 2 პირობა აქვთ - ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული წითელი ხაზები უკვე გადალახულია.

"განცხადებების რაღაც ნაწილი არის აცდენილი რეალობას, საქართველოში დღეს წითელი ხაზი უკვე არის გადალახული. ამიტომ კონკრეტულ კანონებზე საუბარი არის კონტექსტიდან ამოვარდნილი და არათემატურია, - ახლა ანაბრების დაბრუნებაზე რომ დავიწყოთ საუბარი, რაღაც ეგეთი გამოდის. თუ ის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვითხოვთ, მაშინ კიდევ შეიძლება გარკვეული საუბარი", - აცხადებს ფავლენიშვილი.

დღის ამბები