21 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
"შეეშინდათ, არ სურთ დიალოგის ფორმატში შესვლა, რადგან საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ" - გივი მიქანაძე ოპოზიციაზე

ევროსაბჭოს მოწოდება დიალოგისკენ და განსხვავებული პოზიციები თბილისში - ოპოზიცია ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს კრიტიკულად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტებს დიალოგი არ სურთ და 2 პირობა აქვთ - ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს. ხელისუფლებაში მოლოდინი არ აქვთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპონენტები დიალოგში შესვლისგან თავს იკავებენ, რადგან საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.

"დიალოგის თემაზე სანამ მოგვიწოდებდა ევროპის საბჭოს მდივანი, პრემიერმა არაერთი განცხადება გააკეთა და შესთავაზა დაინტერესებულ პირებს, რომ ის მზად იყო მისულიყო და დიალოგის ფორმატში განეხილათ სხვადასხვა საკითხი. მათ შეეშინდათ, არ სურთ დიალოგის ფორმატში შესვლა, რადგან საზოგადოებისთვის სათქმელი ნამდვილად არაფერი აქვთ", - აცხადებს მიქანაძე.

დღის ამბები