25 დეკემბერი 2024,   00:07
ვრცლად
ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ პირთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი.

ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მისივე თანატოლი სასიკვდილოდ გაიმეტა, სამი კი დაჭრა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და მკვლელობის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები