ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში. ოპოზიცია სხდომაზე, აქციაზე დაშავებულების ფოტოებით მივიდა.
მათ რეპლიკებს, ოზურგეთის მერის მისამართით, ჩხუბი მოჰყვა. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
დარბაზში ვითარება პოლიციამ განმუხტა. ჯერჯერობით სხდომის დაწყება ვერ ხერხდება.