ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს. კარლ ნეჰამერის თქმით, ის პარტიის ლიდერის პოზიციიდანაც გადადგება. BBC-ის ინფორმაციით, ნეჰამერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ავსტრიის კანცლერის თქმით, მისი, ანუ კონსერვატიული "სახალხო პარტია" და "სოციალ-დემოკრატები", მთავარ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
ავსტრიის არჩევნებში უპრეცედენტო გამარჯვება ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიამ" მოიპოვა, თუმცა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჰერბერტ კიკლთან კოალიციის შექმნა გამორიცხეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები მოილაპარაკებენ, ან ახალი არჩევნები ჩატარდება.